ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა

 ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა. წილისყრა ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფა-ს (UEFA) კონგრესის შემდეგ გაიმართა. ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ერთით მაღალ რანგში, C ლიგაში გადაინაცვლა. რაც მთავარია, „ჯვაროსნები“ I კალათაში მოხვდნენ. ნაკრებები 4-4-გუნდიან ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. საბოლოოდ, წილისყრამ ჩვენი ნაკრები „“ ჯგუფში მოახვედრა, სადაც ჩენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი, ესტონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.