კორონავირუსთან საბრძოლველად თვეში 89 მილიონი სამედიცინო ნიღაბი და 76 მილიონი სამედიცინო ხელთათმანია საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსთან საბრძოლველად თვეში 89 მილიონი დამცავი სამედიცინო ნიღაბი და 76 მილიონი სამედიცინო ხელთათმანია საჭირო. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დამცავი საშუალებების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტების განმარტებით, დამცავ საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარმოების 40%-ით გაზრდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა იმოქმედონ, რათა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტი არ შემცირდეს და სპეკულაციები შეწყდეს.