მთავრობამ კორონავირუსზე ინფორმირებისათვის ვებგვერდი www.stopcov.ge აამუშავა

კორონავირუსის თაობაზე საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის მთავრობამ ვებგვერდი აამუშავა. სპეციალური ვებგვერდის მისამართია www.stopcov.ge,  აქ განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.