მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 50 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი – 50 949-ია.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, სადაც ვირუსით 5 300 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 32-ია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

77 ადამიანია დაღუპული ირანში, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 300-ია.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9-მდე, დაინფიცირებულების კი – 120-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა ესპანეთში.