სასჯელაღსრულების სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს ატარებს

პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პრევენციულ ზომებს ჯერ კიდევ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებამდე მიმართეს. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება ე.წ. მიმღებ ციხეებზეც, სადაც ბრალდებულები ხვდებიან. “განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული იმ პირებზე (ბრალდებულებზე), ვისაც აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია, ასევე ექსტრადაციას დაქვემდებარებულ პირებზე, ვინც სხვა ქვეყნიდან არის საქართველოში ექსტრადირებული”, – განმარტავენ პრესსამსახურში.