ტოკიოში ოლომპიადა კორონავისურის გამო არ გადაიდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტოკიოს ოლიმპიადა დადგენილ ვადებში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო. კომიტეტის წევრებმა დღეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ იმსჯელეს. რის შემდეგაც მიიღეს განცხადება, სადაც ყველა სპორტსმენს ოლიმპიადისთვის მზადებისკენ მოუწოდეს. ტოკიო ზაფხულის ოლიმპიადას 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უმასპინძლებს.