უკრაინის პრემიერს ოლექსი გონჩარუკს პოსტი დაატოვებინეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრი შეცვალა. მან მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა დენის შმიგალის დანიშვნა პრემიერ-მინისტრ ოლექსი გონჩარუკის ნაცვლად. ოლექსი გონჩარუკმა უკვე დაწერა განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო სესია 4 მარტს არის დანიშნული.