უსაფრთხოების მიზნით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები გასაუბრების პროცეს სპეციალზებულ კარვებში გაივლიან

„ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან: ჩინეთიდან ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსული მგზავრების სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაყვანის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი. ინდივიდუალური გასაუბრებისა და დაავადებაზე საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად მგზავრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საველე კარვებში განთავსდებიან“,- განაცხდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ელგუჯა ბერანძემ.