შსს-მ 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია.

განადგურებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის არის: 291 კილო და 340 გრამი “კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი “მარიხუანა” , 290 გრამი “ჰეროინი”, 981 აბი “სუბუტექსი”, 630 აბი “კოდეინი”, 448 აბი და 5,46 გრამი “მდმა”, 262 კაფსულა და 25 გრამი “პრეგაბალინი”, 218 აბი და 16 გრამი “ტრამადოლი”, 133 აბი “ამფეტამინი”, 5 ამპულა “მორფინის ჰიდროქლორიდი”, 53 გრამი “მეტადონი”, 4,5 გრამი “მორფინი” და 36 გრამი კანაფის ფისი.