COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა არგენტინასა და ჩილეში

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3,203-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 93 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს. COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა არგენტინასა და ჩილეში.

ბოლო 24 საათში ჩინეთში ვირუსით 38 ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 33 პირი.

ვირუსის შემთხვევები მატულობს იტალიაში, სადაც საერთო ჯამში 2500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რიცხვი 79-მდე აღწევს. ვირუსით დაინფიცირების 2000-ზე მეტი და გარდაცვალების 77 შემთხვევა ფიქსირდება ირანში. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ირანმა 54000 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დროებით გაათავისუფლა.