მივესალმებით საარჩევნო რეფორმაზე მიღებულ გადაწყვეტილებას – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

როგორც ელჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს, ის მიესალმება პოლიტიკური დიალოგის შედეგს.

“მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის შედეგს, საარჩევნო რეფორმაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და პროცესის მონაწილეების ძალისხმევას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმ ნდობის პატივისცემაა, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკურ ლიდერების მიმართ აქვთ. ვმუშაობთ საერთო ღირებულებებისთვის”,-წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.