კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა.

მათივე ინფორმაცით, სხდომაზე კომისიის მუშაობის გრაფიკსა და ფორმატზე იმსჯელეს. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისია განცხადებით მიმართავს როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შესაბამისი კონსულტაციები გაიმართება.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის მდივანი თორნიკე ჭეიშვილი.