ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ – კახა კალაძე სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ხელფასებზე

დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ვირუსს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა – ამის შესახებ თბილისის მერმა ხელფასებთან დაკავშირებით მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.

17 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.