დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესის დასახმარებლად კრიზისულ გეგმას ვამუშავებთ – ფინანსთა მინისტრი

“ახლა უნდა დავადგინოთ ყველაზე მეტად დაზარალებული ჯგუფები და მათ დასახმარებლად გეგმა შევიმუშავოთ. განვიხილავთ რამდენიმე სცენარს. კონკრეტულად გეტყვით, რომ საუბარია მაგალითად დენის ვაუჩერზე, არის მეორე ნაწილი, რომ ბიზნესებს საშემოსავლო დავუტოვოთ, რომ მათ შეძლონ გადასახადების გადახდა”,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს კრიზისული გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში სოციალური სახიათის კონკრეტულ შეღავათებს შესთავაზებს მოსახლეობას.

“რასაკვირველია გეგმ არასებობს. არის რამდენიმე სცენარი და იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, გეგმა შემოვატრიალოთ და ამ დრომდე არსებულ ბიუჯეტს დავუახლოვოთ”,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს გეგმის დახვეწა და საზოგადოებისთვის მთავრობის კონკრეული გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.