მკაცრად გაკონტროლდება, რომ სპეციალური ავიარეისის ბილეთის თანხა 199 ევროს არ აღემატებოდეს – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინტენსიურად მუშაობენ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში ეტაპობრივად ჩამოიყვანენ.

მინისტრი ამბობს, რომ რეისების ბილეთების ფასი გაკონტროლდება და ის 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

„ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს, ეს უნდა დაიცვას იმ ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ აუცილებელია, ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მხრიდან“ ,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.