სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა – პრემიერი

“კორონავირუსზე სწრაფი ტესტების შემოტანა არ დაგვიანებულა და ტესტები პანაცეა არ არის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობაში ზოგიერთი დამატებით მოგების მიღებას ცდილობს, რაც სირცხვილია.

“სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში არ დაგვიანებულა. წარმოდგენა არ გაქვთ როგორი იყო მარნეულის ქეისის განვითარება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, სწრაფი ტესტები არ არის პანაცეა, ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისთვის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს. კიდევ ერთხელ აღვიშნავ, სირცხვილია როდესაც ასეთ მდგომარეობაში ზოგი ცდილობს დამატებით მოგების მიღებას, ჩემთვის არანაირი მნიშნელობა არ აქვს ეს იქნება ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა გამოვლენილი.