ხანდაზმულები მედიკამენტებს საქართველოს ფოსტით დღეიდან სახლში მიიღებენ

“ჩვენ გვაქვს სრული ნუსხა იმ ადამიანების, ვისაც ქრონიკული დაავადების გამო კონკრეტული მედიკამენტის მიწოდება ესაჭიროებათ. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დღეიდან საქართველოს ფოსტა დაიწყებს ამ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჯაჭვი სრულყოფილადაა აწყობილი და ხანდაზმულები საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ, პირველ რიგში, მედიკამენტებს. ასევე ჩვენ ვამუშავებთ სქემას, ჩვენი პენსიონერებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის, რომელიც ამ კვირაში ამუშავდება“, – აღნიშნა მინისტრმა.