ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და ევროკავშირისგან დახმარების მიღებას საფრთხე არ ემუქრება – ნათია თურნავა

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირისგან კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 მილიონზე მეტი ევროს მიღება კავშირშია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, ხელისუფლებაშიც გამოეხმაურნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პარტნიორებისგან დახმარების მიღებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

“არანაირი საფრთხე აქ არ არის და სწორედ იმიტომ გახდა ეს შესაძლებელი, რომ ჩვენ ამ წლების მანძილზე ვახორციელებდით რეფორმებს, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმას და სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი მთავრობა და პოლიტიკოსი ვერ ჩაერევა სასამართლოს მსვლელობაში და გადაწყვეტილებებში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.