საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების შემოსაღებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დარჩეს, რაც მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას საჭიროებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, კონკრეტულ ლოკაციებზე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა საკარანტინო ზონად გამოცხადება, გადაადგილების და სხვა ტიპის აკრძალვები.

საქართველოში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა