ვლადიმერ კონსტანტინიდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ვლადიმერ კონსტანტინიდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე კონსტანტინიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციას იკავებდა. 

ცოტა ხნით ადრე, საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილის პოსტი მიხეილ ნინუამ დატოვა.