შიდა ქართლში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

გამყოფ ხაზთან გორის, ქართლის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტეტების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 402 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. პროექტი კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის დირექტორი ომერ სალურიც.

ქეთევან ციხელაშვილმა და გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტივობა არ არის ერთჯერადი ხასიათის და საბოლოო ჯამში დახმარებას საქართველოს ყველა რეგიონში გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველი თითოეული მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.