“ძალიან დიდი სიაა კითხვების” – ოპოზიცია პარლამენტში პრემიერის დასახვედრად ემზადება

პანდემიის პირობებში შექმნილი მწვავე ეკონომიკური პრობლემები და ამ ვითარებიდან გამოსვლის გეგმა – ეს იქნება მტავარი კითხვები, რომელსაც ოპოზიცია პარლამენტში მისულ პრემიერს დაუსვამს.

გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ერთ კვირაში ორჯერ – 27 მაისაა და 29 მაისს მოუწევს:

ძალიან ბევრი კითხვა არის დაგროვილი, როგორც ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური პრობლემები, პოლიტიკური ვითარება… ძალიან დიდი სიაა კითხვების, რომელიც გვექნება – ამბობს ელენე ხოშტარია.

ეცდებიან, რომ 27-ში მოვიდნენ და პიარ კამპანია ჩაატარონ და დადებითად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კრიტიკული შეკითხვები – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

“ქართული ოცნების” ყოფილ წევრს, ლევან კობერიძეს კი პრემიერის გამოსვლის ფორმატთან აქვს პრეტენზია და ამბობს, რომ ამ ფორმატის ცვლილებების გარეშე, გახარიას იქ მისვლას აზრი არ აქვს:

პრინციპული მოთხოვნა იქნება, რომ ეს არ იყოს ის ფორმატი, რომ დასვა კითხვა ორი წუთის განმავლობაში და მერე ორი საათი ელოდო, როდის მოფიქრებს პრემიერი თავის პიარ ჯგუფთან ერთად ლამაზდ როგორ უპასუხოს ამ კითხვას – ამბობს ლევან კობერიძე