ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ივლისიდან “გაიხსნება”

აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.

“როგორც თქვენთვის ცნობილია ესპანეთი წლის განმავლობაში 80 მლნ-ზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ამიტომ მე ვაცხადებ, რომ ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ღია ივლისიდან იქნება”, განაცხადა მან.

მან ტურისტებს ურჩია, რომ ზაფხულის ესპანეთში დასაგეგმად მზადება დაიწყონ.

“ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ტურისტებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ. ესპანეთი თქვენ გელოდებათ ივლისიდან”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მანვე ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ქვეყნის შიგნით იმოგზაურონ.